2017-04-14 18:56:00, 2418 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის შემოსავალმა გასულ წელს 8.86 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შემოსავალმა 2016 წელს 8. 86 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა, - ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული თანხა 155 ათასი დოლარის ექვივალენტია.
2015 წელს, პრეზიდენტის შემოსავალი 8.9 მილიონი რუბლი იყო. ამგვარად, წელს მისი შემოსავალი დაახლოებით 1%-ით შემცირდა. 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს პუტინის შემოსავლების ზრდა 16% იყო.
მედია საშუალების ინფორმაციით, პუტინის უძრავ ქონებას 1500კვ.მ მიწის ნაკვეთი, ორი ბინა (77 კვ. მ და 153 კვ.მ) ავტოფარეხი და ადგილი ავტოფარეხისთვის შეადგენს.
დეკლარაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე ავტომობილის მფლობელია: ორი „ვოლგა“, „ნივა“ და „სკიფი“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან