22:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 18:00:05, 979 ნახვა

რეგიონი
რუსეთის პატრიარქმა ანატოლი ბიბილოვს „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პატრიარქმა კირილემ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეულ დე-ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს "არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა.

"გულითადად გილოცავთ პატივცემულო, პრეზიდენტად არჩევას. თქვენი წინა მოღვაწეობით, ხალხში აღიარება მოიპოვეთ. სწორედ ამიტომ, ხალხმა თქვენ აგირჩიათ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თქვენთან აკავშირებს ყველა მოლოდინს, რომელიც დაკავშირებულია მშვიდობიან ცხოვრებასთან, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებასთან და კულტურული მემკვიდრეობის გაზრდასთანაა დაკავშირებული.  დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იზრუნებთ, მოსახლეობის სულიერ მდგომარეობაზეც.  გისურვებთ ჯანმრთელობას, უფლის წყალობას და ბევრ წარმატებას, აღნიშნულ პოსტზე.  ვუსურვებ სამხრეთ ოსეთს მშვიდობას და წარმატებას", - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

ცნობისთვის, დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. ბიბილოვის გარდა, კენჭს მოქმედი ე.წ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იყრიდნენ.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics