|
2017-04-14 14:46:42, 2319 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი: ამერიკა და რუსეთი სირიაზე დარტყმებს აღარ დაუშვებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან მოლაპარაკებების დროს სირიასთან დაკავშირებით მათი პოზიციები დაემთხვა, - ამის შესახებ Interfax იუწყება. როგორც ლავროვმა აღნიშნა, ორივე ქვეყანა შეთანხმდა იმაზე, რომ ახალი დარტყმები სირიაზე არ უნდა განხორციელდეს. ლავროვმა აშშ-ის სახელწიფო მდივანთან შეხვედრა შეაფასა, როგორც ნაყოფიერი. ცნობისთვის, 12 მარტს რექს ტილერსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრას სერგეი ლავროვიც ესწრებოდა, რომლის დასრულების შემდეგაც მან განაცხადა, რომ მოსკოვს აშშ-სთან ურთიერთობებში პრობლემების მოხსნა სურს. შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბში სავარაუდოდ ასადის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც 88 ადამიანი დაიღუპა. 3 დღის შემდეგ აშშ-მ სირიის ხელისუფლების ავიაბაზაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა. სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშები ბარაკ ობამამ 2014 წელს დაიწყო - სამიზნე მხოლოდ "ისლამური სახელმწიფოს ობიექტები" იყო.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)