|
2017-04-13 13:52:25, 2422 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციას სსიპ „აწარმოე საქართველო“ შეითავსებს
ეროვნული საინვესტიციო სააგენტო უქმდება და მისი ფუნქცია სსიპ „ აწარმოე საქართველოში“ გადავა, რომელსაც აქამდე მეწარმეობის განვითარების სააგენტო ერქვა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშია. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები მედიასთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა: „იყო ორი სხვადასხვა სააგენტო, ახლა არის ერთი სააგენტო. ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საინვესტიციო სააგენტოს ფარგლებში მუშაობდა დაახლოებით 25 ადამიანი, ახლა იმუშავებს 7 ადამიანი. ეს იქნება მარტივი პატარა დეპარტამენტი, ხოლო იქ იყო დიდი სააგენტო თავისი ხელმძღვანელით, ინფრასტრუქტურით, ბუღალტერიით და ა.შ. ვფიქრობ, აშკარა ადმინისტრაციული ხარჯების ეფექტურად ხარჯვის მიმართულებით გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. ინვესტიციების მიმართულებით იქ იმუშავებს მაქსიმუმ 7 ადამიანი. როდესაც საინვესტიციო სააგენტოში ოფიციალური შტატი იყო 25-ზე მეტი. უკვე გათავისუფლდა დანარჩენი ადამიანი სამსახურიდან რეორგანიზაციის ფარგლებში“,-აღნიშნა გიორგი გახარიამ. კითხვაზე-უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საკმარისია თუ არა შვიდი ადამიანი, გახარიამ უპასუხა, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ ხსენებული 7 ადამიანი არ იმუშავებს, არამედ იქნება ძალიან ეფექტური სისტემური მუშაობა: „ეს არის სისტემური მუშაობა, იქნება დიდი სააგენტო, რომლის პრეზენტაციაც მოხდება. ამ სააგენტოში იქნება სხვადასხვა ფუნქციები“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)