|
2017-04-13 11:38:12, 2268 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოების რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობს მათ რიცხვს ახალი კომპანია შპს “კასტა” დაემატა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავეჯის მასალის იმპორტიორი კომპანია შპს „კასტა“ თბილისში თორნიკე ერისთავის ქ. #1-ში მდებარერეობს. უწყების ცნობით, კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის მწარმოებელ ქარხნის გახსნას გეგმავს. ამჟამად კომპანიაში 21 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს სრულად ამოქმედების შემდეგ კომპანიაში 37 ადამიანი დასაქმდება. შპს „კასტა“ რომელიც ავეჯს უკვე 10 წელია აწარმოებს საკუთარი ავეჯის მაღაზიის გახსნას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე სახელის დამკვიდრებას გეგმავს. შპს „კასტა,“ რომელიც 2017 წლის მაისის თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 451 764 ლარს შეადგენს. (NS)
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)