|
2017-04-13 10:34:50, 2147 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: "დარიალ ჰესმა" ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "დარიალ ჰესმა" ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მთავრობის მეთაურმა ჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა: "რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტრო სადგური გაიხსნა. ეს გახლავთ 110 მეგავატიანი აბსოლუტურად უნიკალური ჰიდროელექტრო სადგური, რომელმაც უკვე მოიპოვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული. ეს არის საუკეთესო ტიტული ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით",- განმარტა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს მოუწოდა, ჰესი ტურისტული მიმართულებების სიაში შეიტანონ. "123 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორცეილდა ევრობანკის მონაწილეობით, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. აბსოლუტურად უნიკალური ნაგებობა აშენდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის დასრულებული ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტრო სადგური. მინდა, განათლების სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროსაც მოვუწოდო, რომ ეს სადგური აუცილებლად შეიტანონ ტურისტული მიმართულებების სიაში. ეს არის უნიკალური ნაგებობა და ასეთ მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო ნაგებობებს აჩვენებენ ევროპის ქვეყნებში, როგორც ტურისტებს, ასევე მოსწავლეებს. მინდა, ყველამ ნახოს, რამდენად რთული სამუშაო შესრულდა. ეს საამაყო საქმეა. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს ეს ძალიან დიდი მიღწევა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)