|
2017-04-12 17:12:52, 1191 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ შვედ ხალხს მიუსამძიმრა
ლევან იზორიამ საქართველოში, შვედეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა სტოკჰოლმის ცენტრში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და შვედეთის ხელისუფლებას, შვედ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „გამოვხატავ ღრმა მწუხარებას შვედეთში მომხდარი ტერაქტის გამო, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, შვედ ხალხს. მწამს, რომ შვედი ხალხი ამ ტრაგედიას სიმტკიცით დაძლევს“,-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, შვიდ აპრილს, შვედეთის სამეფოს დედაქალაქის ცენტრში, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა თხუთმეტი ადამიანი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. (NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)