|
2017-04-12 13:27:35, 2794 ნახვა
მსოფლიო
„ალაჰის სახელით“ - დორტმუნდში აფეთქების ადგილზე წერილობი იპოვეს
დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსიას“ ავტობუსთან, აფეთქების ადგილზე წერილობითი შეტყობინება აღმოაჩინეს, რომლის ავტორებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ცნობით, ქვეყნის პროკურატურა შეტყობინების შინაარსს არ ასაჯაროებს. თუმცა, გერმანული გამოცემის Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ნაპოვნი წერილი იწყება ფრაზით: " ალაჰის სახელით". წერილში ასევე ნახსენებია, ბერლინში გასული წლის დეკემბერს საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტი და ის ფაქტიც, რომ გერმანული სამხედრო თვითმფრინავები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მუსლიმების მკვლელობაში მონაწილეობენ. აფეთქების ადგილზე ნაპოვნ წერილში აღნიშნულია, რომ „ აწი სპორტსმენები და სხვა ცნობილი ადამიანები გერმანიაში და სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში ISIS-ის სალიკვიდაციო სიაში იქნებიან“. შეგახსენებთ, რომ გუშინ დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსიას" ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა. გავრცელებული ინფორმაციით სამიზნე სწორედ გუნდი იყო. ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდის „ბორუსია" ფრანგულ „მონაკოს" სახლში უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, უეფას გადაწყვეტილებით, თამაში, აფეთქების გამო, დღეისთვის გადაიდო.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)