|
2017-04-11 20:02:39, 2833 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს, - ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, თუ ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემების მოგვარებაში ჩინეთი არ დაეხმარება, აშშ ამას დამოუკიდებლად გააკეთებს. "ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს. თუ ჩინეთი გადაწყვეტს დახმარებას, ეს შესანიშნავი იქნება. და თუ არა, მაშინ ამ პრობლემას ჩვენ მათ გარეშე მოვაგვარებთ", - დაპოსტა დონალდ ტრამპმა. ამ პოსტამდე რამდენიმე წუთით ადრე, დონალდ ტრამპმა იმავე თემაზე სხვა "ტვიტიც" გამოაქვეყნა. "მე უკვე ავუხსენი ჩინეთის პრეზიდენტს, რომ სავაჭრო შეთანხმება აშშ-სთან, მათთვის ძალიან კარგი იქნება. თუ რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეის პრობლემას მოაგვარებენ", - წერს დონალდ ტრამპმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)