09:53 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 16:44:30, 1685 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: წელს თბილისში 600-მდე მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება

„მიმდინარე წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 600-მდე მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება",- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას  განაცხადა.

მისივე  თქმით, საგზაო სამუშაოების პარალელურად, რამდენიმე ქუჩაზე  საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა.

როგორც  ნარმანიამ აღნიშნა, ზაფხულში კაპიტალურად შეკეთდება პეკინის ქუჩა- შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგება ასფალტის ახალი საფარი და  საგზაო სამუშაოები ჩატარდება ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე, ირბახის, წურწუმიას,  ზურაბიშვილის,  ფეიქრების, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, პეკინის, ქიზიყის, გარეჯის, მონადირის, ამაღლების, ჭიჭინაძისა და ცაიშის ქუჩებზე, ასევე, თელავის ქუჩის ნაწილზე. 

მისივე განმარტებით, ასევე, კეთილმოეწყობა „ლაგუნა ვერესთან“ მდებარე გზა და გარდაბნის გზატკეცილი, სადაც საგზაო სამუშაოები უკვე  მიმდინარეობს.

დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ქუჩების  რეაბილიტაცია  ხარისხიანად განხორციელდეს, რათა ამ გზებზე გადაადგილება მოსახლეობისთვის კომფორტული და მოსახერხებელი იყოს. 

შეგახსენებთ,  თბილისის მერი საკრებულოში  დღეს მეშვიდედ მივიდა.  დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics