|
2017-04-11 13:01:20, 2493 ნახვა
კომენტარი
იზორია: აქტიურად ვმუშაობთ, რომ განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს ალტერნატიული დასაქმება შევთავაზოთ
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ადამიანებს, რომლებსაც ოპტიმიზაცია შეეხოთ, ალტერნატიული დასაქმება შესთავაზონ. როგორც იზორიამ პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, განსაკუთრებით ეს ვეტერანებს ეხება: „მთელი ეს რიგი ნაბიჯები, რომელიც, რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვისაც, გუნდის ყველა წევრისთვის ნაწილობრივ მტკივნეულია, რადგან როცა ადამიანი კადრების განკარგულებაში გადადის, როდესაც ადამიანი გარკვეული პერიოდი ხელფასის გარეშე რჩება, ბუნებრივია, ეს მტკივნეული გადაწყვეტილებაა ადამიანურად, მაგრამ ისევ მისი დაცვის, მისი ოჯახის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ქვეყნის, მათ შორის ამ ოჯახების განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, იყო სწორედ აუცილებელი ამ ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ჩვენ ასევე ალტერნატიულ შესაძლებლობებზეც ვფიქრობთ, რომ ვიყოთ სამართლიანი. კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გვაქვს მოსაზრებები, რითაც შეგვიძლია გარკვეული ალტერნატიული დასაქმება შევთავაზოთ, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს. ამაზე მიდის აქტიური მუშაობა. ჩვენც ვართ ამ პროცესში აქტიურად ჩართულები“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)