12:14 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 20:06:47, 2336 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკში კომუნალურ გადასახადებზე საკომისიო არ გაიზრდება

„თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკში კომუნალურ გადასახადებზე საკომისიო არ გაიზრდება.

ამის შესახებ ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებაშია აღნიშნული:

"გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თიბისი ბანკმა მიიღო ბევრი ნეგატიური კომენტარი და შეფასება მისი ერთგული კლიენტების მხრიდან. კომენტარები ეხებოდა ინტერნეტ და მობაილ ბანკში გაძვირებულ საკომისიოს კომუნალურ გადახდებზე.

ჩვენ გავიაზრეთ შექმნილი მდგომარეობა და პირველ რიგში, გვინდა ვუთხრათ მადლობა ყველას, ვინც ღიად დააფიქსირა თავისი მოსაზრება და დროულად დაგვაფიქრა მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

თიბისი ბანკის და მთელი ჩვენი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის კლიენტის ლოიალობა და კმაყოფილება, რაც გვიბიძგებს, რომ მუდმივად დავხვეწოთ მომსახურების ხარისხი და ვიყოთ ამაში სამაგალითო!

ჩვენ გადავხედეთ მიღებულ გადაწყვეტილებას და შედეგად ვტოვებთ პირველად ტარიფებს უცვლელად.

მადლობა, რომ ხართ ჩვენი კლიენტები და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - ჩვენთვის უპირველესი მნიშვნელობის არის კლიენტის აზრი, რომელსაც ყოველთვის ვითვალისწინებთ!", - ნათქვამია განცხადებაში.

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
ყირგიზეთის შემდეგ კობახიძე ტაჯიკთში წავიდა
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics