09:53 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 20:19:24, 1833 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის თასი - ეტაპი პირველი

8-9 აპრილს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, „თბილისის მერიის თასი 2017“-ის  გათამაშებას „მარაკანას“, „ავაზასა“ და „ბასას“ სტადიონებმა უმასპინძლა.

თასის ოლიმპიური ფორმატიდან გამომდინარე, შეხვედრები  საინტერესო და უმეტეს შემთხვევაში დაძაბულ ორთაბრძოლებში წარიმართა.

პირველი ეტაპი „ტტც“- სა და „ქომაგების“ თამაშით გაიხსნა და ტტც-ს გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ცენტრალური შეხვედრა კი, „კვარტალი“ – „დიდუბეს“ დაპირისპირება იყო, რომელშიც დიდუბემ 0-2 იმარჯვა.

გამორჩეული შეხვედრა „ბასკის“ და „პლატინუმის“ დაპირისპირება იყო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ბასკის გამარჯვებით 4-3 დასრულდა.

პირველი ეტაპის გამორჩეული ფეხბურთელები: გაგა კირკიტაძე -„35 - თბილისი“; თორნიკე კვიტატიანი -„ბასკი“ და  ინოკ ბონზე - „პლატინუმი“ გახდნენ.

თბილისის მერიის თასის მეორე ეტაპის მატჩები 13 – 14 მაისს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics