|
2017-04-10 16:35:40, 2245 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება რეგიონი
ნატო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ დე-ფაქტო არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს არ აღიარებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, არ აღიარებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. "ცალმხრივი ნაბიჯები რეგიონის სახელის ან სტატუსის შეცვლის თაობაზე, საქართველოში სიტუაციის გრძელვადიანი დარეგულირების ძალისხმევას ზიანს აყენებს. ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ალიანსი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს", - ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)