20:08 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 10:20:21, 441 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: დევნილებისთვის ფართების გადაცემა მკაფიო კრიტერიუმების დაცვით მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილებისთვის ფართების გადაცემის პროცესი ძალიან მკაფიო კრიტერიუმების დაცვით მიმდინარეობს.

ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც დევნილებისთვის ფართების გადაცემის პროცესში ხარვეზებია.

სუბარის თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“ ბოდავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოდავს.  იმიტომ რომ კრიტერიუმები პირველად შემოვიდა, თუ როგორ უნდა გაეცეს დევნილებზე, სწორედ ჩვენი  გამარჯვების შემდეგ.  ბატონმა დავით დარახველიძემ ჩემმა წინამორბედმა შემოიღო ეს კრიტერიუმი, მანამდე  ერეთადერთი კრიტერიუმი იყო თუ რას გადაწყვეტდა   მინისტრი.  ფართების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს  ძალიან მკაფიო კრიტერიუმების დაცვით, თუ აქვთ რამე ინფორმაცია რომ ვიღაცამ  არასწორად შეავსო  და ა.შ.  ამიტომ მოგვაწოდონ  და გადავამოწმებთ“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics