12:55 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 12:25:25, 2463 ნახვა

ეკონომიკა
6 მაისს ბანკი რესპუბლიკისა და თიბისი ბანკის გაერთიანება დასრულდება

თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანება 6 მაისს სრულდება, რის გამოც მიმდინარეობს ბანკი რესპუბლიკის ბარათების ჩანაცვლება თიბისი ბანკის ბარათებით.  6 მაისის შემდეგ უკვე მომხმარებელი ბანკი რესპუბლიკის ბარათების ნაცვლად თიბისი ბანკის ბარათების მოხმარებას განაგრძობს.

ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის ბარათი „ბანკ რესპუბლიკაში" უფასოდ დაუმზადდა იგივე ტიპის ბარათი თიბისი ბანკში, რომლის გატანა მათ „ბანკი რესპუბლიკის" ფილიალებიდან შეუძლიათ. ინფორმაცია ბარათის ადგილმდებარეობის შესახებ კლიენტებს სმს შეტყობინების სახით ეცნობებათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ არ მისვლიათ ასეთი შეტყობინება, შეუძლიათ მიმართონ ორივე ბანკის ქოლცენტრს 2 27 27 27.

„ბანკი რესპუბლიკის" ბარათები თიბისი ბანკის იმავე პირობების მქონე ბარათებით ჩანაცვლდება, რაც იმას ნიშავს, რომ მომხმარებლებს ბარათის მომსახურების საკომისიო არ შეეცვლებათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, გაიტანს თუ არა კლიენტი კუთვნილ ბარათს, ყოფილი რესპუბლიკის ბარათის შესაბამისი ანგარიში, მასზე არსებული ნაშთებით, ავტომატურად ინაცვლებს თიბისი ბანკში, რაც ნიშნავს, რომ „ბანკი რესპუბლიკის" ბარათის შესაბამისი ანგარიში არსებობას განაგრძობს თიბისი ბანკში.

ბარათების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი რიგების თავიდან ასაცილებლად, თიბისი ბანკი თხოვნით მიმართავს კლიენტებს,  რომ მაქსიმალურად დროულად მიმართონ ფილიალებს საკუთარი ბარათების ასაღებად.  

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics