|
2017-04-10 11:05:27, 829 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სახელის შეცვლასთან დაკავშირებით გუშინ ე.წ რეფერენდუმი ჩატარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლას მხარი ამომრჩეველთა 78.2% დაუჭირა, 21.8% კი, სახელის შეცლის წინააღმდეგია. როგორც "სპუტნიკ-ოსეტია" წერს, ხმების დათვლა ამ დროისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ე.წ არჩევნების მიმდინარეობას რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მათივე ინფორმაციით დე ფაქტო არჩევნებმა დარღვევის გარეშე ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივით რეგიონში ე.წ რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთს "ისტორიული სახელი ალანია" უნდა დაერქვას. "რეფერენდუმის" პარალელურად ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)