16:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 10:59:22, 1844 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შესაძლოა დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართოს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შესაძლოა დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართოს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამ დროისთვის 50%-იანი ბარიერი ჯერჯერობით ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

როგორც "სპუტნიკ-ოსეტია" იტყობინება, ოკუპირებული ოსეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. მას ხმათა 48.7% აქვს. მეორე ადგილს მოქმედი დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი იკავებს. თიბილოვს 26.5% აქვს. მესამე ადგილზე "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევია - 19.1%. ამომრჩეველთა 5.7%-მა ხმა არავის არ დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ, ჯარიმებს შესაბამისად გამოწერენ
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics