07:07 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 14:17:57, 1997 ნახვა

საზოგადოება
დაღუპული და დაჭრილი სამხედროების შვილებმა „ექსპერიმენტორიუმი“ დაათვალიერეს

2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - „ექსპერიმენტორიუმს" ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებს ფიზიკის ინტერაქტიულ მუზეუმში ექსკურსია ჩაუტარდათ და აზოტის შოუს ნახვის საშუალებაც მიეცათ.

ექსკურსია პროექტ „სასწავლო კურსები სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის“ ფარგლებში მოეწყო. დაღუპული და დაშავებული სამხედროების შვილები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სამთვიან სასწავლო პროგრამაში არიან ჩართული, რომლის დასრულების შემდეგაც მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

პროექტის პარტნიორები არიან თავდაცვის სამინისტრო, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და კომპანია „ტაქსიფაი“.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics