|
2017-04-07 16:58:32, 2471 ნახვა
მსოფლიო
ბაშარ ალ-ასადი: აშშ-ის მიერ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა სულელური და უპასუხისმგებლოა
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა სულელური და უპასუხისმგებლობაა. "რაც ამერიკამ გააკეთა, ეს არის სისულელე და უპასუხისმგებლობა საქციელი, რომელიც თავის ნამდვილ სახეს ავლენს და ასევე აჩენს პოლიტიკურ და სამხედრო სიბრმავეს", - აღნიშნა ასადმა. შეგახსენებთ, რომ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 59 "Tomahawk"-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა. ჰომსის გუბერნატორის ტალალ ბარაზის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაზე განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა. თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)