|
2017-04-07 16:49:01, 2425 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ზაზა გაბუნია: პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი, ის დანიშნავს გენშტაბის უფროსსაც და ელჩებსაც
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, საკონსტიტუციო კომისიის წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის სტატუსისა და მისი უფლებამოსილებების შეცვლა მოხდება. კერძოდ, გაბუნიას განმარტებით, პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და ის დანიშნავს გენშტაბის უფროსსაც და ელჩებსაც. გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა: „თქვენი ტყუილებით დააყენეთ უპასუხისმგებლობის მტვერი და ბუღი. ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილისგან მოვისმინეთ სულ ცხელ-ცხელი ტყუილი, რომ თითქოს პრეზიდენტის უფლებები, მისი სტატუსი გადაიხედება, შეიცვლება და სხვა. ქალბატონი ხათუნა რომ არ იყოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვიფიქრებდი, რომ ის არ არის ინფორმირებული. მე, რა თქმა უნდა, მას არ ველაპარაკები, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომელიც შეცდომაში შეიყვანა ქალბატონმა ხათუნამ და დაბეჯითებით ვუთხრა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, არც პრეზიდენტის სტატუსი და არც მისი უფლებამოსილებები არ იქნება შეცვლილი. პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური, იქნება მთავარსარდალი, ის დანიშნავს გენშტაბის უფროსსაც, ელჩებსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)