|
2017-04-07 11:15:48, 2580 ნახვა
მსოფლიო
კრემლი აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ იერიშს „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად“ აფასებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაზე თავდასხმას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად მიიჩნევს, - ამის შესახებ BBC კრემლის პრეს-მდივანზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება. როგორც პესკოვმა განმარტა, პრეზიდენტი თვლის, რომ აღნიშნული თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და "მოგონილი საბაბითაა განხორციელებული". "ეს ნაბიჯი ტერორიზმთან ბრძოლაში საბოლოო მიზნამდე არ მიგვიყვანს. პირიქით შექმნის წინააღმდეგობებს მასთან გამკლავებაში", - მიიჩნევს პუტინი. ცნობისთვის, ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 60 "Tomahawk"-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)