|
2017-04-06 19:43:23, 2407 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: ევროპას არ გააჩნია იმის საფუძველი, რომ მსოფლიოს ჭკუა ასწავლოს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპა უკვე აღარ არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ცენტრი, - ამის შესახებ Hurriyet იუწყება. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ევროპას არ გააჩნია იმის საფუძველი, რომ მსოფლიოს ჭკუა ასწავლოს. „მორჩა. ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელია. ევროპამ თავის პიკს მიაღწია. ევროპა ჩამოჭკნა. მაგრამ ის ძვირ ფასს გადაიხდის ამისთვის, ძალიან ძვირს. ყველა ის ღირებულება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ, ჩამოინგრა. მილიარდობით ადამიანის თვალში ევროპა უკვე აღარ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ცენტრი. ევროპა დღეს ტირანიის, ძალადობისა და ნაციზმის ცენტრია. დღეს ევროპაში რასისტული პარტიები დომინირებენ და არ გააჩნია იმის საფუძველი, რომ მსოფლიოს ჭკუა ასწავლოს“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)