|
2017-04-06 17:37:03, 2274 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი რეგიონი
ჯანელიძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იყოს რეაგირება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ რეფერენდუმს, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, არალეგიტიმურს უწოდებს. როგორც საგარეო მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული რეფერენდუმი ყველა საერთაშორისო პრინციპს არღვევს. "პირველ რიგში ცხინვალში დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმი არის არალეგიტიმური. შესაბამისად მას არანაირი სამართლებრივი გავლენა არ შეიძლება ჰქონდეს. ის არ შეესაბამება არანაირ საერთაშორისო ნორმებს და არღვევს ყველა პრინციპს. ის არ იქნება მისაღები საერთაშორისო საზოგადოებისთვის და საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს შესაბამისი რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან", - დასძნა ჯანელიძემ. ცნობისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, 2017 წლის 9 აპრილს, პლებისციტიც ჩატარდება. დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სურვილია, სამხრეთ ოსეთს "ისტორიული სახელი" ალანია დაუბრუნდეს. პლებისციტზე ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს ჰკითხავენ- უნდათ თუ არა მათ სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)