10:57 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 16:21:56, 624 ნახვა

სამართალი
იზორია პოლიციელის მკვლელობის საქმეზე: ვერ ვიტყვი, რომ გაჭიანურებას აქვს ადგილი, ასეთი სპეციფიკის დანაშაული დროს ითხოვს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავება ჭიანურდება, არასწორია. როგორც იზორიამ განმარტა, მსგავსი სპეციფიკის დანაშაული სერიოზულ დაგეგმვასა და დროს მოითხოვს. ლევან იზორიას ინფორმაციით, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
"მე ვერ ვიტყვი, რომ გაჭიანურებას აქვს ადგილი, ასეთი სპეციფიკის დანაშაულთან როცა გავქვს საქმე, ის ითხოვს დროს, სერიოზულ დაგეგმვას და ბუნებრივია ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ პიროვნების გამოვლენის მიზნით",-განაცხადა ლევან იზორიამ.
 შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics