21:04 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 17:45:38, 755 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურში რეაბილიტირებული კულტურის ცენტრი დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეწვია და დაბა ხელვაჩაურში  რეაბილიტირებული კულტურის ცენტრი დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონის ხელმძღვანელს ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადილ ვარშანიძემ მიაწოდა.

2016 წელს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სახლში დამამთავრებელ ეტაპზეა, დარჩენილია სცენის მოწყობის, განათებისა და ინვენტარით აღჭურვის სამუშაოები. 

კულტურის სახლის ორსართულიანი შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მოეწყო პანდუსები და  დამონტაჟდა ლიფტი. შენობა  შეფუთულია მინით.  კულტურის ცენტრის ახალი დარბაზი 450 მაყურებელზეა გათვლილი. 

სარემონტო სამუშაოებზე, პროექტის თანახმად, 837 555 ლარი დაიხარჯა.

შენობის რეაბილიტაციის პროცესში 50-მდე  ადგილობრივი კადრი იყო  დასაქმებული.

ახალი კულტურის ცენტრში სცენასთან ერთად მოწყობილია საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რაც ხელს შეუწყობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებების ჩატარებას და პოპულარიზაციას. 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ბიუჯეტით, 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა ლოკაციაზე 17 კულტურის სახლის რებილიტაცია ჩატარდა. მიმდინარეობს ასევე ახალშენის კულტურის სახლის სარეაბილიტაციოა სამუშაოები, სადაც 600 ადამიანზე გათვლილი დარბაზია განთავსებული. შენობაში ნახევარი საუკუნეა სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics