05:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 17:06:28, 1690 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება

დედაქალაქის მასშტაბით 10 ყველაზე დატვირთულ ადგილას მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება.

თბილისის მერმა  და კომპანია „პი-ვი-ეს“-მა პარკინგების აშენების გეგმა ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია, ხოლო ერთი მერიასთან მიწისზედა. მისივე განმარტებით, ლოკაციები ისეთ ადგილებზე შეირჩა, სადაც რეკრეაციული ზონა არ არის და თბილისის იერსახე არ დაზიანდება.

"გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომლის საფუძველზეც ქალაქში გამოცხადდება უახლოეს მომავალში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა. შესაბამისად, ჩვენ მოვიწვევთ დაინტერესებულ კერძო კომპანიებს, რომელთაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა ააშენონ ქალაქში, 10 ყველაზე დატვირთულ ადგილას, მრავალსართულიანი პარკინგები და შესაბამისად ხელი შეუწყონ იმას, რომ ქალაქი საცობებისგან განიტვირთოს", - დასძინა დავით ნარმანიამ.

პარკირების მშენებლობის ადგილები უკვე ცნობილია, ესენია: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტროსადგური მარჯანიშვილი, ფილარმონია, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, მეტროსადგური ისანი, დინამო სტადიონი, ქალაქ თბილისის მერია, გულუას მოედანი, მეტროსადგური ვარკეთილი და გეგეშიძის ბაღთან მდებარე ტერიტორია.

მერის თქმით, ინტერესთა გამოხატვისთვის, დოკუმენტი 2-3 კვირაში მომზადდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics