03:25 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 14:08:09, 2420 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ადა მარშანია: სალომე სამადაშვილს რეპლიკა მინდა ვესროლო - სანამ აქ ხართ, პარლამენტი დაკნინებულ მდგომარეობაში იქნება

„ქალბატონ სალომეს რეპლიკა მინდა ვესროლო, სანამ  „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტშია, საკანონმდებლო ორგანო დაკნინებულ მდგომარეობაში იქნება“, - ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტების“  წევრმა ადა მარშანიამ  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სალომე სამადაშვილს.

 „ქალბატონ სალომე სამადაშვილს მინდა რეპლიკა ვესროლი, რასაც ჰქვია. ბევრი ფიქრის დროც არ მქონდა სამწუხაროდ,   მაგრამ   სპონტანურია, ემოციურია, იმპულსურია ჩემი რეპლიკა, მაგრამ მაინც მოისმინეთ ყურადღებით. ის, რომ პარლამენტს რეპუტაცია არ აქვს ის რაც უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში იმის ბრალია, რომ თქვენ პარლამენტში ბრძანდებით  და თქვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომღაც  ოპოზიცია გქვიათ.  ეს არის დიდი უსამართლობა, ეს არის დიდი დანაშაული და სანამ ეს არ აღმოიფხვრება პარლამენტში  და წესიერ არჩევნებს არ ჩავატარებთ, მანამ პარლამენტი ყოველთვის დაკნინებულ მდგომარეობაში იქნება“,-განაცხადა  მარშანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics