|
2017-04-04 16:59:49, 2231 ნახვა
ეკონომიკა
ლოს-ანჯელესში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია გრძელდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად აგრძელებს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 6 – 9 აპრილს ქართული დელაგაციის წევრები უკვე მეორედ მიიღებენ მონაწილეობას „AFCI Locations Show“-ში, სადაც წარდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნების კინოინდუსტრიის ხელშეწყობის მექანიზმები და შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, რომ როგორც გასულ წელს, ამჟამადაც სააგენტოს წევრები ლოს-ანჯელესის კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ დეტალებს გააცნობენ, ასევე ხაზი გაესმება საქართელოს როგორც აღმოსავლეთ- ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ გადასაღებ ლოკაციას. „AFCI locations show“-ზე ქართული სტენდის ქვეშ გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან სპეციალურად აღნიშნული შოუსთვის ჩამოსული ლოკაციების მენეჯერებთან, რაც უახლოეს მომავალში საქართველოთი უცხოური კინოპროდიუსერების დაინტერესებას განაპირობებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს, აღნიშნულ ღონისძიებაში ორი ქართული საპროდიუსერო კომპანია „Betterfly“ და ,,POLare FILM” მიიღებენ მონაიწილეობას. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის აპრილის თვის მონაცემებით პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში განხორციელდა 5 პროექტი. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 7 305 065 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)