02:43 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 15:54:07, 2358 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ხუციშვილი ინდოელ ტურისტებზე: თუ არის საჭიროება, შეიძლება მივიღოთ პრევენციული ღონისძიებები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ინდოელ ტურისტებთან დაკავშირებული ინციდენტი შეაფასა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, უწყების იფნრომაციით, მსგავსი ფაქტები საქართველოში ხშირი არ არის.

ამასთან, მანვე დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო პრევენციული ზომების მისაღებად მზად არის.

"ბევრი ასეთი ფაქტის შესახებ ჩვენთვის არ არის ცნობილი, ანუ ეს არის ალბათ რამდენიმე ერთეული შემთხვევა და ეს უბრალოდ ყველაზე გახმაურებული, თუმცა ამ კონკრეტულ საკითხზე სანამ გამოძიება არ დასრულდება ვერ გეტყვით ვერაფერს, მაგრამ დამატებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთან. მოგეხსენებათ, ტურიზმზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტრო და თუ არის ამის საჭიროება, ჩვენ შეიძლება მივიღოთ პრევენციული ღონისძიებები, თუმცა დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ციფრი არის სულ რამდენიმე ერთეული შემთხვევა", - აღნიშნა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინდოელი ტურისტები თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლებს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics