13:02 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 15:18:35, 2194 ნახვა

მსოფლიო
სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მოქმედი პრემიერი ალექსანდრ ვუჩიჩი ლიდერობს

სერბეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ვუჩიჩი, პირველი ტურის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

წინასწარი ინფორმაციით, ვუჩიჩი ხმათა 55%-ს აგროვებს. მეორე ადგილზე, დიდი სხვაობით, იურისტი საშა იანკოვიჩია, რომელსაც 16% აქვს. ბიულეტენების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.

ვუჩიჩმა მხარდამჭერებს საარჩევნო შტაბიდან უკვე მიმართა და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას უახლოეს 2 თვეში გეგმავს.

"ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც გვიჩვენებს თუ რა მიმართულებით სურს სერბეთ მოძრაობა. აუცილებელი იყო არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარებულიყო. 12% მეტი ხმა მივიღე, რაც დაახლოებით 430 ათასი ხმაა, ეს მაჩვენებელი სხვა დანარჩენი კანდიდატების საერთო მაჩვენებელზე დიდია", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ცნობისთვის, თუ საერთო ჯამში ვუჩიჩი 50% ზე მეტ ხმას დააგროვებს, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება. ალექსანდრ ვუჩიჩი აქამდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, და პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

ექსპერტების შეფასებით მისი გამარჯვება ნიშნავს ევროკავშირთან ურთიერთობის გაგრძელებას.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე 6 დღით ადრე ალექსანდრ ვუჩიჩი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის დროს პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სერბეთის სტრატეგიული მიზანია, თუმცა მანვე დასძინა, რომ ოფიციალური ბელგრადი რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics