|
2017-04-03 14:53:04, 2199 ნახვა
მსოფლიო
ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ, მექსიკური გამოცემის Norte de Ciudad Juarez რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა
ჟურნალისტის მკვლელობის და ქვეყანაში კრიმინალის გაზრდის შემდეგ, მექსიკური გამოცემის რედაქციამ Norte de Ciudad Juarez მუშაობა შეწყვიტა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გაზეთმა ბოლო ნომერი კვირას გამოსცა. ახლა გაზეთი მხოლოდ ინტერნეტ ვერსიით გამოიცემა. გაზეთის ჟურნალისტი მიროსლავა ბრიჩი ქალაქ ჩიხუახუაში მარტში მოკლეს. მიროსლავა ბრიჩის გარდა, ბოლო სამ დღეში კიდევ 2 ჟურნალისტი მოკლეს. მოკლული ჟურნალისტი ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებსა და მაღალჩინოსნებს შორის არსებულ კავშირზე მასალას წერდა. მიროსლავა ბრიჩი სახლთან ახლოს, მის კუთვნილ მანქანაში დაცხრილეს. მას 8 ჯერ ესროლეს. ამ დროს მანქანაში მისი შვილიც იმყოფებოდა, თუმცა ბავშვი არ დაშავებულა. ჟურნალისტის მკვლელმა ინციდენტის ადგილას წერილი დატოვა : "იმისთვის, რომ ხმამაღლა ლაპარაკობდა". გამოცემის რედაქტორმა ოსკარ კანტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვერავინ უზრუნველყოფს ჟურნალისტების სიცოცხლის უსაფრთხოებას. "ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასევე აქვს ფასი, მაგრამ თუ ეს ფასი ჩემი თანამშრომლების სიცოცხლეს წარმოადგენს არ ვარ მზად ის გადავიხადო", - აღნიშნა რედაქტორმა. ცნობისთვის, 1992 წლიდან მექსიკაში 35 ჟურნალისტი მოკლეს, მათი უმრავლესობა წამებით მოკლეს. კიდევ 50 ჟურნალისტი გაურკვეველი მიზეზით მოკლეს.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)