|
2017-04-01 18:41:28, 2417 ნახვა
მსოფლიო
ერაყში ავიაიერიშს ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი ემსხვერპლა
ერაყში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის აბუ ბაკრ ალ ბაგდადის "მარჯვენა ხელი" ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა, - ამის შესახებ ერაყის სამთავრობო არხი IMN იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საუბარია დაჯგუფების ე.წ ომის მინისტრზე, იად ჰამიდ ალ ჯუმეილზე. ე.წ მინისტრის ლიკვიდირება ქალაქ ელ-კაიმში, სირიის საზღვართან მოხდა. "დაზვერვის ინფორმაციით, სამთავრობო საჰაერო ძალებმა ავიაიერიში "ისლამური სახელმწიფოს" სამხედრო ბაზაზე მიიტანეს, რის შედეგადაც დაჯგუფების მეორე მეთაური დაიღუპა. იად ჰამიდ ალ ჯუმეილი ტერორისტია, რომელიც ცნობილია, როგორც აბუ იახია. ის დაჯგუფების - ე.წ ომის მინისტრია", - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში. ამასთან, ავიაიერიშის განხორციელების თარიღი განცხადებაში არ სახელდება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული იერიშის დროს "ისლამური სახელმწიფოს" კიდევ ორი ადგილობრივი ლიდერი დაიღუპა. როგორც ტელეკომპანია იტყობინება, ჰამიდ ალ ჯუმეილი მედია საშუალებებში, როგორც ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებდა. ცნობისთვის, ტელეკომპანია Sky News Arabia-მ 2016 წლის აგვისტოში გაავრცელა ინფორმაცია, ალ ჯუმეილის ქალაქ მოსულში შესაძლო ლიკვიდირების შესახებ, ინფორმაცია გაავრცელა.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)