|
2017-04-01 13:12:17, 1757 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს რუსული სამედიცინო დაზღვევა ექნებათ
ოკუპირებული აფხაზეთი და რუსეთი აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის შეთანხმებას გააფორმებს, - ამის შესახებ Apsny-press იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსული კომპანიები, Росгосстрах-ი და АльфаСтрахование, 14 წლამდე ბავშვების გარდა, 189 000 ადამიანს მოემსახურებიან. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი ანზორ გოოვი იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეთანხმება იმ პაციენტთა რიცხვს შეამცირებს, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოში მიდიან. მისივე ინფორმაციით, შეთანხმება რუსეთს ფედერაციაშია გადაგზავნილი და უახლოეს 10-14 დღეში მას ხელი მოეწერება. მისი ხელმოწერა სოხუმშია დაგეგმილი. ამასთან, როგორც ე.წ მინისტრი აცხადებს, დაზღვევის გაცემა მოხდება გაგრაში, გუდაუთაში გაცემის 2 პუნქტი იქნება, სოხუმში, ოჩამჩირეში და ტყვარჩელში. "ახალი სამედიცინო პოლისი საზღვარს ჩაკეტავს, რადგან პაციენტები ადგილზე ან რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში იმკურნალებენ", - განაცხადა ანზორ გოოვმა. არსებული ინფორმაციით, 2016 წელს თბილისში 500-ზე მეტი აფხაზი პაციენტი ჩამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)