22:41 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 11:46:18, 1520 ნახვა

საზოგადოება
ჯეჯელავა: სოფელში არსებული მცირე სკოლების მოსწავლეები ერთი კვირით ბაკურიანში წავლენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერით, სოფელში არსებული მცირე სკოლებიდან, სადაც 30-ზე ნაკლები მოსწავლეა, ახალგაზრდები ერთი კვირით ბაკურიანში წავლენ.

"დღეს მთავრობის სხდომაზე იყო საკითხი მცირე სკოლის მოსწავლეების მეორე ნაკადი ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით წავლენ ბაკურიანში. გაატარებენ ერთ კვირას. შევეცადეთ, რომ არ დაგვეკარგა ეს დრო და ერთი ნაკადი იყო არდადეგების პერიოდში. ესენი არიან მცირე სკოლებიდან. 30-ზე ნაკლები მოსწავლე სადაც სწავლობს ისეთი სკოლებიდან. ეს ისეთი სოფლები და თემებია, რომელთაც ხშირად არ აქვთ საშუალება მოხვდნენ ბაკურიანში. ამ მხრივ ძალიან სასიხარულოა. მომავალ წელს გვინდა ათასებზე ავიდეს ეს რაოდენობა, ვინც ამ პროცესში ჩაერთვება",- აღნიშნა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics