01:44 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 11:40:05, 2169 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ახალი კონსტიტუციით ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და ნეიტრალურ არბიტრ პრეზიდენტს მივიღებთ

„დღეს მოქმედი კონსტიტუციის ტექსტი ავტოკრატიის ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნის, ხოლო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები კი ამ რისკს მთლიანად გამორიცხავს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კომპეტენციები გაიმიჯნება.

მანვე განმარტა, რომ პრეზიდენტის შეზღუდვა არ ხდება და მისი სტატუსი და უფლებები არსებითად არ იცვლება.

პარლამენტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ  მხოლოდ უშიშროების საბჭოს ცვლილება იგეგმება და პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლება აღარ ექნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics