|
2017-03-29 10:13:38, 2474 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
29-31 მარტს, 09:00სთ ტექნოპარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერინ გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და ინოვაციები: გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში". სამდღიანი კონფერენცია მოიცავს ინოვაციების მართვისა და ტექნოლოგიების გადაცემის მნიშვნელოვან საკითხებს და ითვალისწინებს, როგორც ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვა ქვეყნების რელევანტური გამოცდილების განხილვას. კონფერენციის ბოლო დღეს მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარონ უცხოელ ექსპერტებთან შემდეგ საკითხებზე: ვენჩორული კაპიტალი სპინოფებისთვის; ლიცენზირება/ინტელექტუალური საკუთრების მართვა; ტექნოლოგიების შერჩევა დაპატენტებისთვის; ინდუსტრიისა და კვლევის კოლაბორაცია; (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)