|
2017-03-28 11:34:18, 1363 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ მეკეიძეებში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა
მაღალმთიან აჭარაში სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად სოფელ მეკეიძეებში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა, იქ შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა და მათგან მოისმინა ინფორმაცია სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ. მთავრობის თავმჯდომარე მათ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა. ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთაში მცხოვრებ ხალხს განსაკუთრებული გაფრთხილება და ზრუნვა ესაჭიროება, რაც ჩვენი მთავრობის პირორიტეტია. ,,მიხარია, რომ პირველი ბაღი აშენდა ამ სოფელში. ეს არის კაპიტალური შენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები ბავშვებისთვის. ბაღის მშენებლობა მალე დასრულდება და მის გახსნასაც აუცილებლად დავესწრებით"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. 25 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა კლიმატური პირობების გამო დროებით შეჩერებულია. სარემონტო და გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აპრილში გაგრძელდება და უახლოეს პრერიოდში დასრულდება. მაღალმთიან რეგიონში სამუშაო შეხვედრების ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად განათლების, კულტურისა და სპროტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი და აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტემენტის ხელმძღვანელი, არჩილ ჩიქოვანი იმყოფებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)