|
2017-03-28 11:32:45, 1617 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ აგარაში მშენებარე სკოლა დაათვალიერა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის მშენებარე სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და სკოლის შენობაში შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა.მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აგარის სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპროტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი და ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე იმყოფებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარე დაინტერესდა სკოლის მშენებლობის პროცესით, რომელიც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მინისტრმა აღნიშნა, რომ მშენებარე კომპანიის მიერ შეუსრულებელი ნაკისრი ვალდებულებების გამო 2015 წელს ხელშეკრულების მოქმედება ცალმხრივად შეწყდა და გამოცხადდა ხელახალი ტენდერი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „ნიკარემ სტროი" განაახლა სამუშაოები და ახალი სასწავლო წლისთვის, სოფელ აგარას თანამედროვე სტანდარტების სკოლა შეემატება. ადგილობრივებმა მადლობა გადაუხადეს რეგიონის ხელმძღვანელს და აღნიშნეს, რომ ახალი სკოლის მშენებლობით სოფლის ერთ-ერთი პრობლემა გადაიჭრება და ბავშვებს სასწავლო გარემო გაუუმჯობესდებათ. აგარის სკოლის 4 სართულიანი შენობა სპორტული დარბაზით უკვე აშენებულია. გადახურულია ძირითადი შენობა. დარჩენილი სამუშოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. სულ პროექტის ღირებულება შეადგენს 1 მილიონ ლარს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)