|
2017-03-27 17:36:10, 2233 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უგულავა ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის ეკლიანი გზის ერთი მონაკვეთი, ამ გზაზე სიარული უნდა გავაგრძელოთ
,,ეს არის დიდი, ეკლიანი რთული გზის ერთი მონაკვეთი და ამ გზაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიარული იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა, ევროპული ცივილიზაციის, ევროპული კულტურის“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა. უგულავას თქმით, საქართველომ ხელშესახები ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ. ,,პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. განსაკუთრებით მინდა ახალგაზრდებს იმიტომ, რომ უვიზოდ შეუძლიათ იმოგზაურონ ევროპაში და ნახონ ყველაფერი, რასაც ევროპული ცივილიზაცია გვთავაზობს. მინდა მივულოცო ასევე საქართველოს ყველა მთავრობას დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ყველას წვლილი სხვადასხვაა, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად ბედნიერი დღე არის იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ხელშესახები ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ. ვისურვებ, რომ ეს იყოს დიდი დასაწყისი, მაგრამ ბუნებრივია, ეს არის დიდი ეკლიანი რთული გზის ერთი მონაკვეთი და ამ გზაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიარული იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა, ევროპული ცივილიზაციის, ევროპული კულტურის. საქართველომ შეიტანოს თავისი წვლილი და სრულფასოვნად დამკვიდრდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც ნიშნავს კეთილდღეობას, განვითარებას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ნორმალურ, ცივილიზებულ თანაარსებობას მეზობელ სახელმწიფოებთან’’, - განაცხადა გიგი უგულავამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)