|
2015-04-05 16:56:49, 1919 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის მინისტრი ეწვია
საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მირჩეა დუშა დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუმინეთის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი დახვდა და სტუმრებს წარმატებული ვიზიტი უსურვა. აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე, საქართველოს ელჩი რუმინეთში ილია გიორგაძე, მისი რუმინელი კოლეგა დუმიტრუ ბადეა და რუმინეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ნიკუ სეკარა. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ხვალ საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე რუმინელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში მიიღებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 6 აპრილს დასრულდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)