04:46 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 11:59:33, 2247 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ისევ გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშალების ინფორმაციით, გვიან ღამით საავადმყოფოში 75 წლის დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. 

როგორც BBC წერს, ლონდონის ცენტრში გვიან, ღამით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად მოქალქეები შეიკრიბნენ. წუთიერი დუმილის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს. ქალაქის მერმა სადიქ ჰანმა ტერაქტის შედეგად დაღუპული ადამიანების სახელები ამოიკითხა. 

ცნობისთვის, ლონდონის ტერაქტის თავდამსხმელი 52 წლის ჰალიდ მასუდია, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგრაფოში დაიბადა. მასუდი სამართალდამცველებისთვის ცნობილი პირი იყო. ის რამდენჯერმე იყო დაკავებული იარაღის უკანონო ტარების, ძალადობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის გამო. გარდა ამისა, სამართალდამცველების თქმით, ბირმინგემსა და ლონდონში ჩატარებული რეიდის შედეგად 8 ადამიანი დააკავეს, ტერაქტთან კავშირის გამო. 

შეგახსენებთ, რომ ლონდონში თავდამსხმელი ავტომობილით ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ამის შემდეგ მამაკაცმა ცივი იარაღით ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და პარლამენტისკენ გაიქცა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 პოლიციელი და თვითონ თავდამსხმელი, 40-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სკოტლანდ-იარდმა ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თავდასხმის დროს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ის მალევე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics