08:47 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 10:37:36, 1979 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
„სახელმწიფოს ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და 3 თვე ხელფასს არ უხდიდეს თანამშრომლებს, გაუგონარი უპასუხისმგებლობაა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტენდერებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით  მუნიციპალური ტენდერების შემთხვევაში, ბოლო პერიოდში რამდენიმე უარყოფითი პრეცედენტი დაფიქსირდა, როდესაც სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. 

პრემიერმა დავალება გასცა, ყველა მუნიციპალიტეტში ამ თვალსაზრისით კონტროლი განხორციელდეს: 

„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა, მინდა გთხოვოთ, ბატონო ზურაბ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს კონტროლი ამ თვალსაზირისთ. თუ კი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა, უმკაცრესი რეაგირება იყოს. სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანაშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა და თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ამ კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. მინდა, სამართალდაცავებსაც ვთხოვო, რომ რეაგირება იყოს უმკაცრესი ამ მიმართულებით, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორცელებულ პროექტებში მონაწილეობენ, უნდა მიიღონ დროული ხელფასი. ეს არის ელემენტარული რამ და იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ახორციელებენ ამ პროექტებს, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუ ასეთი პრეცედენტები მათ რაიონში დაფიქსირდება. მინდა, გავაფრთხილო ძალიან მკაცრად ყველა”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი: სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და 3 თვე ხელფასს არ უხდიდეს თანაშრომლებს, ეს გაუგონარი უპასუხისმგებლობაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტენდერებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მუნიციპალური ტენდერების შემთხვევაში, ბოლო პერიოდში რამდენიმე უარყოფითი პრეცედენტი დაფიქსირდა, როდესაც სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. პრემიერმა დავალება გასცა, ყველა მუნიციპალიტეტში ამ თვალსაზრისით კონტროლი განხორციელდეს: „ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა, მინდა გთხოვოთ, ბატონო ზურაბ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს კონტროლი ამ თვალსაზირისთ. თუ კი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა, უმკაცრესი რეაგირება იყოს. სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანაშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა და თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ამ კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. მინდა, სამართალდაცავებსაც ვთხოვო, რომ რეაგირება იყოს უმკაცრესი ამ მიმართულებით, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორცელებულ პროექტებში მონაწილეობენ, უნდა მიიღონ დროული ხელფასი. ეს არის ელემენტარული რამ და იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ახორციელებენ ამ პროექტებს, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუ ასეთი პრეცედენტები მათ რაიონში დაფიქსირდება. მინდა, გავაფრთხილო ძალიან მკაცრად ყველა”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics