|
2017-03-22 14:28:05, 3051 ნახვა
სამართალი კომენტარი
თამარ ალანია: ჩემი გამოცდილება მაძლევს უფლებას, განვაცხადო პრეტენზია სტრასბურგის მოსამართლეობაზე
სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის თამარ ალანიას განცხადებით, მას აქვს საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ იყოს მოსამართლე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ალანია მოსამართლეთა შერჩევის პროცესისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გახანგრძლივდა 13 აპრილამდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ კანდიდატთა განცხადებების მიღების ვადა, ალანია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. „მე რომ არ ვაფასებდე ჩემს შესაძლებლობებს და იმ შანსებს, რაც გამაჩნია, არ შევიტანდი ჩემს განაცხადს, ჩემს კანდიდატურას არ დავაყენებდი. მე ვარ მოქმედი მოსამართლე, რომელსაც გააჩნია 11-წლიანი გამოცდილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე მაქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მუშაობის გამოცდილება იურისტად. მე გავიარე სპეციალური კონკურსი, რომელიც ჩაატარა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ და იქ გავიმარჯვე. 6 თვის განმავლობაში ვიყავი მივლინებული სტრასბურგის სასამართლოში სამუშაოდ. ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის უფლებას, რომ განვაცხადო პრეტენზია აღნიშნულ თანამდებობაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ალანიამ. შეგახსენებთ, სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა. საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)