|
2017-03-21 16:57:04, 3003 ნახვა
მსოფლიო
სსრკ-ში დაბადებულებს რუსეთის მოქალაქის სტატუსის მიღება გაუმარტივდებათ
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, რუსული ენის მცოდნე პირებს მოქალაქეობის მიღება გაუადვილდებათ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის დუმაში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სსრკ-ში დაბადებულ ყველა ადამიანს და მათ შთამომავლებს რუსული პასპორტის გამარტივებული წესით აღება შეეძლებათ. მედიის ცნობით, კანონპროექტი რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა წარადგინა. მისი ერთ-ერთი ავტორი ნატალია პოკლონსკაიაა. დოკუმენტი "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ" და "უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ" 2002 წლის კანონებში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ხსენებული საკითხი ვლადიმერ პუტინის თხოვნით განვითარდება.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)