|
2017-03-20 16:00:44, 2636 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს
სამართალდამცველებმა პარიზის ცენტრში მდებარე ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის შენობიდან ადამიანების ევაკუაცია დაიწყეს. მათ ანონიმური ზარი მიიღეს ბომბთან დაკავშირებით, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შენობაში სამძებრო სამუშაოები მიმდინაროებს. საფრანგეთის ფინანსთა საგამოძიებო სამსახური რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე მუშაობდა, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატების მარინ ლე პენის და ფრანსუა ფიიონის საქმეებს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას საერტაშორისო სავალუტო ფონდში, პარიზის ცენტრში აფეტქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა კონვერტში იყო შენახული და საბერძნეთიდან იყო გამოგზავნილი. ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღნიშნულს ტერაქტი უწოდა. ერთი დღით ადრე გერმანიის ფინანსთა სამინისტროში ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. მაშინ არავინ დაშავებულა და შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)