|
2017-03-20 14:42:20, 1043 ნახვა
სხვადასხვა
პრემიერი მესაზღვრეებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი დღეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ომალოს სასაზღვრო სექტორზე იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-5 სამმართველოს (ლაგოდეხი) მე-7 სასაზღვრო სექტორის მესაზღვრეებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წინასწარ მიულოცა მესაზღვრის დღე, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. მან მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის, სამშობლოს დაცვისთვის, ვაკაცობისა და ამტანობისთვის. "თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით, მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, საქართველოს გაძლიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას,"- განაცხადა პრემიერმა მესაზღვრეებთან შეხვედრისას. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიკლოში იმ მესაზღვრეებს შეხვდა, რომლებიც N7 სასაზღვრო სექტორის დროებით სასაზღვრო პოსტზე მსახურობენ. გიორგი კვირიკაშვილმა მათ ასევე მიულოცა პროფესიული დღესასწაული. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ხუთწლიან მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, ინფრასტრუქტურის განახლებას, საზღვაო ფლოტისა და ავიაციის საშუალებების მოდერნიზაციას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, განახლდა სატრანსპორტო საშუალებები, პერსონალური აღჭურვილობა, გაუმჯობესდა სასაზღვრო პოლიციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემები. თუშეთში მყოფი პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იწყება თუშეთის გზის მშენებლობა, რაც უმნიშვნელოვანესია მთა–თუშეთის განვითარებისთვის; ხორციელდება მთელი რიგი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად; ასევე დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)