|
2017-03-18 16:33:26, 2490 ნახვა
მსოფლიო
„ორლის“ აეროპორტში მომხდარ თავდასხმამდე, პარიზის ჩრდილოეთით კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა
„ორლის“ აეროპორტში მომხდარი თავდასხმა შესაძლოა, პარიზის ჩრდილოეთით პოლიციისთვის მოულოდნელ ცეცხლის გახსნას უკავშირდებოდეს. როგორც BBC წერს, დღეს დილით 7 საათზე პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში პოლიციამ მანქანა გააჩერა და მძღოლს საბუთების წარდგენა სთხოვა. საბუთების წარდგენისთანავე მძღოლმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, სხვა მანქანა გაიტაცა და გაიქცა. „ორლის“ აეროპორტში კი, რომელიც პარიზის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს სამხედრო პოლიციაზე თავდასხმა 90 წუთის შემდეგ - 8:30-ზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ გატაცებული მანქანა „ორლის“ აეროპორტის ავტოსადგომზე აღმოაჩინეს. მასში საბუთები და სისხლიანი სამოსი იყო. შეგახსენებთ, რომ „ორლის“ აეროპორტში სროლის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. მას უსაფრთხოების სამსახურმა მაშინ ესროლა, როცა პოლიციელისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა. მომხდარის გამო "ორლის" აეროპორტი დაიხურა, რადგან უსაფრთხოების სამსახურის თქმით, შემთხვევა მგზავრებისთვის ექსტრემალურად საშიში იყო.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)