|
2017-03-18 14:48:19, 2870 ნახვა
მსოფლიო
პარიზში, „ორლის“ აეროპორტში უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა
პარიზში, „ორლის“ აეროპორტში უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა. როგორც BBC წერს, თავდამსხმელი პოლიციელისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც მას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ესროლა. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის გამო ორლის აეროპორტი დაიხურა, რადგან უსაფრთხოების სამსახურის თქმით, შემთხვევა მგზავრებისთვის ექსტრემალურად საშიში იყო. ზოგიერთი ფრანგული მედიასაშუალება წერს, რომ მამაკაცი მანამდე, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარ სროლაში მონაწილეობდა. მართალია, გარდაცვლილს ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩნდა, თუმცა პარიზის აეროპორტში სპეცოპერაცია ახლაც მიმდინარეობს, რადგან სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, სადმე ბომბი იყოს დამონტაჟებული. ორლის აეროპორტი პარიზის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და დედაქალაქის მეორე უდიდესი აეროპორტია.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)