|
2017-03-17 17:11:15, 2239 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველის აპარატი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდას მხარს უჭერს
საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნის ეკა ფოფხაძის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტი გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს არა მარტო ნორმატიულ აქტებს, როგორც დღეს ხდება, არამედ საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. კითხვაზე - სავალდებულო ინსტანცია უნდა იყოს თუ არა, ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ კანონპროექტში არაა აღნიშნული. "ჩვენ ასე არ დაგვიყენებია საკითხი. აქ მთავარია, იდეა რამდენად მისაღებია. ძალიან მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისობა ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ქვეყნის შიგნით იქნება ამის შანსი, რომ სასამართლოს სისტემაში თუ რამე ხარვეზი იყო და გადაწყვეტილება არ იყო შესაბამისი კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ საქართველოში არსებობდეს იმის შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება",-განაცხადა ეკა ფოფხაძემ. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე თემატური ჯგუფის დღევანდელი სხდომა სავარაუდოდ შვიდ საათამდე გაგრძელდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)